გია აბაშიძე „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“: სპეკულაციები მის ე.წ. რუსულ წარმომავლობაზე მეტყველებს, რომ რიგი ე.წ. არასამთავრობოები & მედია პირდაპირ თუ ირიბად, "პროევროპული მანტიით", ასრულებენ ოკუპანტის საქმეს - დესტრუქცია და რყევები დემოკრატიულ საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 17 აპრილი 2024, 17:05
გამჭვირვალობაზე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოებისთვის ფინანსების წარმომავლობის თვალსაჩინოებას და ამით საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას. სპეკულაციები მის ე.წ. რუსულ წარმომავლობაზე მეტყველებს, რომ რიგი ე.წ. არასამთავრობოები & მედია პირდაპირ თუ ირიბად, "პროევროპული მანტიით", ასრულებენ ოკუპანტის საქმეს - დესტრუქცია და რყევები დემოკრატიულ საქართველოში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, სუვერენული ქვეყანა ისაა, სადაც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი თავად წყვეტს კანონშემოქმედებით დღის წესრიგს და ნებისმიერი გარე ჩარევა და ამის გაფეტიშება საქართველოს ხალხის უპატივცემულობა და მხოლოდ პირად, ავაზაკურ მიზნებზე ფოკუსირებაა.
„გამჭვირვალობაზე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოებისთვის ფინანსების წარმომავლობის თვალსაჩინოებას და ამით საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას. სპეკულაციები მის ე.წ. რუსულ წარმომავლობაზე მეტყველებს, რომ რიგი ე.წ. არასამთავრობოები & მედია პირდაპირ თუ ირიბად, "პროევროპული მანტიით", ასრულებენ ოკუპანტის საქმეს - დესტრუქცია და რყევები დემოკრატიულ საქართველოში.
სუვერენული ქვეყანა ისაა, სადაც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი თავად წყვეტს კანონშემოქმედებით დღის წესრიგს. ნებისმიერი გარე ჩარევა და ამის გაფეტიშება არის საქართველოს ხალხის უპატივცემულობა და მხოლოდ პირად, ავაზაკურ მიზნებზე ფოკუსირება.
თუ აღნიშნული კანონპროექტი ფინანსების გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს, განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, მისი გააფთრებული ოპონირება არის ანტიქართული, ანტიეროვნული! სხვა ვარიანტი აქ თეორიულადაც არ არსებობს“, - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
პაატა კვიჟინაძე: ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ
არქივი