მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აკეთებენ რუსულ საქმეს, ებრძვიან სახელმწიფოს, მათი მიზანია, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 17 აპრილი 2024, 14:26
დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აკეთებენ რუსულ საქმეს, ებრძვიან სახელმწიფოს, თავისუფალ აზრს, ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე, არ უნდათ არჩევნები. მათი მიზანია, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება.

„რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს მიტაცებული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში. რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღდეგ. დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ:

ებრძვიან სახელმწიფოს; ებრძვიან თავისუფალ აზრს და სიტყვას; ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე; არ უნდათ არჩევნები.

მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე.

რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთვარს – ქართულ სახელმწიფოს.

საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი, ქართული სახელმწიფო“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
პაატა კვიჟინაძე: ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ
არქივი