ედიშერ გვენეტაძე: 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა, თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო - ჭეშმარიტად ასეა და ეს საქმით დასტურდება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 17 აპრილი 2024, 13:57
დიახ, 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის დადასტურებაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
"დიახ 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! ეს საქმით დასტურდება და ამის დამადასტურებელია ის, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის წევრობის ხელშეკრულებას! გაფორმდა ხელშეკრულებები: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის! ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ! და ბოლოს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი! მაშასადამე საქმე კარგად მიდის და ევროპა ჩვენგან მოითხოვს დემოკრატიის სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ყველა სფეროს გამჭვირვალეობას! დარწმუნებული ვარ ამიტომაც უჭერენ ჩვენი ფეხბურთელები მხარს საქართველოს ევროპულ გზას!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძის აფეთქებაზე მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილზე: საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს შემკვეთად, არჩევნებს რატომ დაამთხვია საქართველოში ვიზიტი და თან, ყალბი დოკუმენტებით რისთვის შემოვიდა?!
იაგო ხვიჩია - ჟანრის კლასიკაა, „ლელო“ თავის ჯოკერს აწვენს და „ვალეტ წკენტით“ უნდა „ვზიატკის“ წამოღება, რაც არ გამოდის
ზურაბ ქადაგიძე პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: ვატყობ, 27 ოქტომბრის მერე, ზოგიერთ დიპლომატს შარვალზე 41 ნომერი ფეხის ზომა ეხატება
თამარ ჩიბურდანიძე: სანქციების გამოყენებით ამერიკა საბოლოოდ გაინადგურებს იმიჯს საქართველოში. ამას ექნება უმძიმესი შედეგი მათთვის და არა ხელისუფლებისთვის
დავით ჩიხელიძე: გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან - საქართველოსკენ დაძრული კრიმინალთა ბანდა ქვეყანაში შემოსვლას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ვერ შეძლებს
არქივი