გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ურეიტინგო "პარტიუგების" ე.წ. ლიდერებს მოუწევთ "ნაცების" სიაში გაფორმება, სხვაგვარად უფრო დაიკარგებიან, ე.წ. ალიანსები და ე.წ. საერთო პლატფორმები ბლეფია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 17 აპრილი 2024, 13:34
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, ყველამ გვერდზე გადადოს ყველანაირი ამბიციები და წყენა და საერთო სიის გზით სიარული შესთავაზა.
აბაშიძის თქმით, ამ განცხადებით დამტკიცდა ის, რომ ურეიტინგო პარტიებს "ნაცმოძრაობის" სიაში მოუწევთ გაფორმება, კეზერაშვილისა და ხაბეიშვილის გვერდით.
"რისი დამტკიცებაც საჯაროდ გვინდოდა - ურეიტინგო "პარტიუგების" ე.წ. ლიდერებს მოუწევთ "ნაცების" სიაში გაფორმება, სხვაგვარად უფრო დაიკარგებიან.
ე.წ. ალიანსები და ე.წ. საერთო პლატფორმები ბლეფია. პროპორციულ არჩევნებში (ბარიერი 5%) ინდივიდუალურად მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები, ბლოკები არ შეიძლება. ჰოდა, "აზრის გიგანტებო", ამბიციები დაიოკეთ და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძის მსგავსად, ჩაეწერეთ #5-ში, ავაზაკ კეზერაშვილთან და "ერუდიტ" ხაბეიშვილთან." - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
მამუკა მდინარაძე: რაც კარგია შტატებში და ევროპაში, საშინელება საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!
თამარ ჩერგოლეიშვილი: დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ამის მომსწრეები ვართ
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია
ეკა სეფაშვილი: დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება
არქივი