ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: ეს ნიშნავს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი მომხრეა ნებისმიერი სახის არეულობაზე და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ჩამოყალიბებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 12 აპრილი 2024, 22:22

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი ფაქტობრივად არათუ ეთანხმება აქციების დროს მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას, არამედ ვერაფერს ხედავს იმაში უჩვეულოს, რომ რომელიმე მომიტინგემ სამართალდამცავის, განსაკუთრებით პოლიციელის ცოცხლად დაწვის გადაწყვეტილება მიიღოს.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი მომხრეა ნებისმიერი სახის არეულობაზე და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ჩამოყალიბებაზე.

„მოულოდნელი არაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას აპირებს. ის ფაქტობრივად არათუ ეთანხმება აქციების დროს მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას, არამედ ვერაფერს ხედავს იმაში უჩვეულოს, რომ რომელიმე მომიტინგემ სამართალდამცავის, განსაკუთრებით პოლიციელის ცოცხლად დაწვის გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი მომხრეა ნებისმიერი სახის არეულობაზე და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ჩამოყალიბებაზე. ვიმეორებ, რომ დიდად გაკვირვებულიც ქალბატონი ზურაბიშვილის ამ განზრახვის თაობაზე არ ვარ : მან ჯერ თავის დროზე ქართულ ჯარს დააბრალა 2008 წელს ომის დაწყება, მერე სულ რამდენიმე ხნის წინ სასტიკად ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, აქაოდა საქართველო არ იმსახურებსო, არაერთხელ აღნიშნა, რომ ომში მყოფი, ნახევრად განადგურებული უკრაინა თითქოსდა ჩვენზე წინ რომ არის, და ბოლოს როგორც რადიკალებისა და მავნებლების ახლად ჩამოყალიბებული ლიდერი ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონს, წაუკითხავად უწოდებს მას რუსულს, შავი ფულის შემოდინების და ხარჯების მიზნობრიობის დამალვის მომხრეა, რაც მის ცალკეულ ანტისახელმწიფოებრივ ინტერესებზე იძლევა ეჭვის საფუძველს. რადგან სალომე ზურაბიშვილის ქმედებები დღითი დღე სწორედაც მოლოტივის კოქტეილზე ცეცხლის წაკიდებას ემგვანება, მე პირადად მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს გამოძიების დაწყების საკითხი: თუ რა მიზნით და ვისი დავალებით საუბრობს და მოქმედებს, სალომე ზურაბიშვილი არა მარტო კონსტიტუციის, არამედ ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი