გრეტა წიწავა: ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 12 აპრილი 2024, 17:35

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი თარგმნიდა, რომელმაც თარგმანიც კი გააყალბა, რადგან გერმანიის კანცლერს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“.

„საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული პასუხები. ბატონი შოლცისგან გავიგეთ, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არანაირი „ე.წ. რუსული“ არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირშიც მუშაობენ.

პ.ს: ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა“, - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი