ზაალ ანჯაფარიძე: კანცლერს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც გაავრცელეს - როდესაც თარჯიმნად არჩევ ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც ასეთივე ანგაჟირებულად თარგმნის, ეს ჩრდილს აყენებს ვიზიტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 12 აპრილი 2024, 17:28

როგორც გერმანულის მცოდნეებმა მითხრეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც ის გაავრცელეს ნაც ტელევიზიებმა და სხვა მედიებმაც. ისევ წავაწყდით თარგმანში დაკარგვის, ან მისი მიზანმიმართული დამახინჯების პრობლემას, რაც გვეგონა რომ წარსულს ჩაბარდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

მისი თქმით, როდესაც თარჯიმნად არჩევ ყველასთვის ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს უკვე ჩრდილს აყენებს ვიზიტს.

მისივე თქმით, გერმანული მხარე უფრო წინდახედული უნდა იყოს ასეთი დონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტის ყველა დეტალის მიმართ, თარჯიმნის შერჩევის ჩათვლით.

„როგორც გერმანულის მცოდნეებმა მითხრეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც ის გაავრცელეს ნაც ტელევიზიებმა და სხვა მედიებმაც. ისევ წავაწყდით თარგმანში დაკარგვის, ან მისი მიზანმიმართული დამახინჯების პრობლემას, რაც გვეგონა რომ წარსულს ჩაბარდა. გერმანული მხარე უფრო წინდახედული უნდა იყოს ასეთი დონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტის ყველა დეტალის მიმართ, თარჯიმნის შერჩევის ჩათვლით. როდესაც თარჯიმნად არჩევ ყველასთვის ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს უკვე ჩრდილს აყენებს ვიზიტს. სამწუხაროა ასეთი ლაფსუსები“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი