ედიშერ გვენეტაძე: საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას გვსურს, ნათელი მოეფინოს ქართული სახელმწიფოს გაძლიერების მოფიქრალ-მოწინააღმდეგეთა მიერ გლახაკ ენჯეოებზე გაღებულ უხვ საჭურჭლეთა ნამდვილ მიზნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 09 აპრილი 2024, 14:49

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ უცხოეთიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, ნათელი მოეფინოს იმ ფაქტს, თუ ვინ და რა მიზნით აფინანსებს არასამთავრობო სექტორს.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ნანახმა გაჭირვებამ საქართველოს დაანახა კანონის მიღების საჭიროება, რათა მკაფიოდ გამოჩნდეს ვინ აფინანსებს ქვეყნისთვის სასარგებლო თუ საზიანო საქმიანობას.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთის ელჩმა აღნიშნული კანონპროექტი გააკრიტიკა იმ ფონზე, როცა მის ქვეყანაში იმავე შინაარსის კანონია ინიციირებული.

"დღეს ისეთი დროებაა დამდგარი, რომ ძალიან ძნელია გაარჩიო ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი, მაგრამ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც 900 წლის წინ დაიწერა: "მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერიაო". გასული მესამედი საუკუნის განმავლობაში საქართველომ საკუთარ ზურგზე არაერთგზის გამოცადა ამ "მოყვარე მტერთა" ჩვენდამი დამოკიდებულების ავკარგიანობის ამბები. ნანახმა გაჭირვებამ ბოლოს და ბოლოს გვასწავლა და გვაიძულა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს ჩვენზე დაუძინებლად მოფიქრალ-მზრუნავ-დამფინანსებელ "მოყვარე მტერთა" , უკეთურ თუ კეთილ საქმეებს. ძალიან ნიშანდობლივია ამ ფონზე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის დამოკიდებულება ჩვენს პარლამენტში ინიციირებული კანონის მიმართ. სახელდობრ, როდესაც ეს პატივცემული საკუთარ ქვეყანაში ინიციირებულ ანალოგიურ კანონს მიიჩნევს აუცილებლობად, ხოლო ჩვენთან იგივე ინიციირებულს დემოკრატიის უკანსვლად(!)
ამიტომაც საევროპოდ, საამერიკოდ, საამქვეყნოდ, საამსოფლიოდ, ვიმეორებთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა: კანონით, კანონით და მხოლოდ კანონის ძალით გვსურს, ნათელი მოეფინოს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერების მოფიქრალ-მოწინააღმდეგე "მოყვარე მტერთა" მიერ, ჩვენში არსებულ გლახაკ ენჯეოებზე "უშურველად" გაღებულ უხვ საჭურჭლეთა ნამდვილ მიზნებს!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი