დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: ვერ გადაუწყვიტავთ, რომელი შიში გადაწონის მათში - ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით სპონსორებისაგან ფულის გარეშე დარჩენა, თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 14 მარტი 2024, 11:32
ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი შიში გადაწონის მათში - ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით საკუთარი სპონსორებისაგან დამატებითი ფულის გარეშე დარჩენის თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში. ამას კი უახლოეს მომავალში დავინახავთ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე  პოზიციას  არ აფიქსირებს, რადგან გარეთ მათი პატრონების ეშინიათ და შიგნით ქართველი ხალხის.

ქართველიშვილის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლგბტ-მემორანდუმის ხელმომწერი პოლიტიკოსები ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, იგივე "პრაიდ-კვირეულებს" მიმართ, არის ის, რომ ამაში საერთაშორისო ფონდებიდან აღებულია ფული,  რომელიც მათ პარტიულ და "ენჯეო" ყულაბებში ილექება. 


„ეს რეალურადაა ქვეყნის ე.წ. ოპოზიციის "აქილევსის ქუსლი" - ისინი საკუთარ წიაღშიც კი ვერ ბედავენ ლგბტ თემთან თავის პირად მიკუთვნილობაზე ღიად საუბარს. ვისაც წლებია ამით აშანტაჟებენ სააკაშვილის დავალებით გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრებით. ვერ ბედავენ საკუთარი შვილების "გენდერული არჩევანის" შესახებ ღია საუბარს. 
ერთადერთი მიზეზი, რის გარშემო ლგბტ-მემორანდუმის ხელმომწერი პოლიტიკოსები ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას იგივე "პრაიდ-კვირეულებს" მიმართ - ამაში აღებული ფულია, რომელიც ილექება მათ პარტიულ და "ენჯეო" ყულაბებში საერთაშორისო ფონდებიდან. ფული, რომელსაც ჩრდილოეთიდან შემოსული რუბლების მსგავსად ასევე არ გააჩნია სუნი - ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: რუსეთისთვის სამშობლოს, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის გამო ნაცსექტას შიშის გრძნობა სინდისთან ერთად დაკარგული აქვთ. 
მაგრამ ტრადიციულ, პატრიარქალურ, მართლმადიდებლურ გარემოში - საქართველოსთვის ახალი, "პროგრესული", ლგბტ "ფასეულობებზე" აგებული აწმყოსა და მომავლის ქადაგება ქართველი ხალხის წინაშე ფიზიკურ შიშთან არის დაკავშირებული. და მათ ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი შიში გადაწონის მათში - ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით საკუთარი სპონსორებისაგან დამატებითი ფულის გარეშე დარჩენის თუ ქართველი ხალხისგან გარდაუვალი პასუხისგების შიში. ამას კი უახლოეს მომავალში დავინახავთ“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი