ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას, - სოციალურ ქსელში წერს ნატო ჩხეიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
839 25 დეკემბერი 2020, 16:24

გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია. ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე Facebook-ზე წერს.

„ოცნების“ ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, კი ვიცოდი, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა, „ოცნებისგანაც“ ძნელი წარმოსადგენი იყო. 

მაგალითად, განცხადებებს შემოიტანენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მაშინვე, უმოკლეს ვადაში დავაკმაყოფილებთო. და რა, არც არაფერი. 

რომ აცდენენ სხდომებს, ხელფასებს არ მივცემთო. აქაც - არც არაფერი. უფრო ზუსტად კი, სულ პირიქით. გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია…

 ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, როგორც შალვა ნათელაშვილმა უწოდა. ბიუჯეტში დავაბრუნო? არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში? ან ვის გააწვდენ და თანაც ​დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო… ​

სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს „ოცნება“, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო. ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას? ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ“, - წერს ნატო ჩხეიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
არქივი