მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ შტაბებიდან ინფორმაცია ჟონავს - ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდსა და აჭარაში პროვოკაციებს გეგმავდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
998 21 ნოემბერი 2020, 14:38

პროვოკაციებსა და გართულებებს არ ველოდები, თუმცა, შემიძლია, გაგიზიაროთ 1-2 ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გუშინ, გვიან ღამით გახდა ცნობილი და არაერთხელ ვთქვით, რომ ჟონავს ინფორმაცია, განსაკუთრებით - „ნაცმოძრაობის“ შტაბებიდან. ისინი პროვოკაციას გეგმავდნენ ზუგდიდსა და აჭარაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შორი რაკურსით გადაეღოთ 2-3 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემდნენ და შეექმნათ ფონი, თითქოს მოსყიდვას ჰქონდა ადგილი და ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა შეუძლებელი ყოფილიყო. მეორე - იყო მცდელობა, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეეყვანათ უბანზე და ე.წ. „კარუსელის“ იმიტაცია შეექმნათ. ჯერჯერობით, არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ ფიქსირდებოდეს, როგორც ჩანს, ამაზეც უარი თქვეს, თუმცა, დაველოდოთ, დღის განმავლობაში არაფერია გამორიცხული. მიუხედავად მათი ამ მცდელობებისა, საქართველოში არჩევნების კიდევ ერთი ტური ჩატარდება დემოკრატიის მაღალი ხარისხით. რაც არ უნდა მოიგონონ „გაყალბების“ მაგალითები და მოატყუონ საზოგადოება, საზოგადოება ყველაფერს კარგად არჩევს და ამის დასტური იქნება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი