მამუკა მდინარაძე: როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე და ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვაზე, ეს ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
907 14 ნოემბერი 2020, 19:34
„როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვას, რომელიც, პრაქტიკულად, ყველა უბანზე იყო, გაშიფვრას და ანალიზს, ხმების გადათვლას და როდესაც ასეთ საკითხებზე უარი გხვდება და კვლავ რადიკალური მოთხოვნები ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ინტერესია, მხოლოდ, ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღება. მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნა გულისხმობს იმას, რომ სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, მანამ ყველა არჩევნები გამოცხადდეს გაყალბებულად, რაც ბუნებრივია, კომპრომისამდე, კონსენსუსამდე ვერ მიიყვანს მხარეებს.
„თუკი, მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის ყოველთვის არის და კარი ღიაა. მაგრამ, როდესაც მოთხოვნა ისეთია, რომელსაც იურიდიული, ფაქტობრივი, რეალური, რელევანტური საფუძვლები არ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით შემოიფარგლება, რაც მოცემულობიდან არ გამომდინარეობს და გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებიდან, ბუნებრივია, ეს მოთხოვნა აღსრულებას, შესრულებას, კომპრომისთან მისვლასა და პოზიციების დაახლოებას ვერ მოემსახურება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი