მოსამართლის კრეატიული განაჩენები პატიმრობის ნაცვლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1182 13 ოქტომბერი 2019, 13:35

მოსამართლე-ორიგინალი, ასე უწოდებენ  ოჰაიოს შტატის მოსამართლე, 54 წლის მაიკ  ციკონეტ, რომელიც კრეატიული მართლმსაჯულების“ მიმდევარია.  ამერიკაში ძალზე პოპულარული  მოსამართლე ბრალდებულებს არჩევანის უფლებას აძლევს – ან აირჩიონ საპატიმრო სასჯელი, ან მის მიერ გამოტანილი კრეატიული განაჩენი მოიყვანონ სისრულეში. 

 26  წლის დიასახლისს მიშელ მიურეის, იმის გამო, რომ მან ტყეში, სიცივეში დატოვა კატის კნუტები, მოსამართლემ “კრეატიული განაჩენი” შეუფარდა – ერთი ღამით ტყეში, სიცივეში გატარება. მოსამართლის განმარტებით, ასეთი განაჩენის გამოტანის მიზეზი ის გახდა, რომ მას სურდა ქალს ეგრძნო იგივე ტკივილი, რაც იმ კატის კნუტებმა გადაიტანეს, რომლებიც მან ტყეში დაყარა. მით უმეტეს, რომ კნუტების უმრავლესობა ტყეში გარდაიცვალა.

მოსამართლე ციკონეტიმ პირს, რომელიც იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, მორგში ღამის გატარება მიუსაჯა, რათა საკუთარი თვალით ენახა ცხედრი. ასეთი გადაწყვეტილება ციკონეტიმ შემდეგნაირად დაასაბუთა: “მისი იარაღის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გამხდარიყო”.

ციკონეტიმ უფროსკლასელებს, რომლებმაც სკოლის ავტობუსი დააზიანეს, დაავალა უმცროსკლასელებისთვის პიკნიკის მოწყობა და მათი გართობა.

მისივე გადაწყვეტილებით, ხმაურიან მეზობლებს დაევალათ მთელი დღე ტყეში, სიჩუმეში გატარება და როკის მაგივრად კლასიკური მუსიკის მოსმენა.

ოჰაიოს აღმოსავლეთში მოსული დიდთოვლობისას ციკონეტიმ არა ერთი შემოქმედებითი განაჩენი გამოიტანა, რომელთა მიხედვითაც, ბრალდებულებს საპატიმრო სასჯელები შეეცვალათ და თოვლის გაწმენდა დაევალათ.

“არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ გამომაქვს ძალზე უჩვეულო და სასტიკი განაჩენები, მაგრამ რა უნდა ჩაითვალოს სასტიკ და უჩვეულო განაჩენად?  როცა ძველად ინგლისში ადამიანს აბამდნენ სკამზე და უშვებდნენ ცივ  წყალქვეშ, აი, ეს იყო უჩვეულო და სასტიკი განაჩენი“, – აცხადებს მოსამართლე ციკონეტი.  

18  წლის გოგონას, რომელმაც მაღაზიიდან სათვალეები მოიპარა, ციკონეტიმ პატიმრობის ნაცვლად მართლაც უჩვეული სასჯელი მიუსაჯა – მას სამი თვის მანძილზე უნდა ემუშავა მაღაზიაში, გაეყიდა სათვალეები და გამომუშავებული თანხის ნაწილი უსინათლოებისთვის გადაერიცხა. თანაც, ქურდობაში ბრალდებულისთვის გამოტანილ  ამ განაჩენს კიდევ ერთი პირობა ედო საფუძვლად, მოსამართლე მას პირობით სასჯელს მიუსჯიდა იმ შემთხვევაში, თუ იგი მუშაბასთან ერთად სწავლას გააგრძელებდა. სხვა შემთხვევაში ბრალდებულს რამდენიმე წელი უნდა გაეტარებინა ციხეში. ახალგაზრდა ბრალდებულმა მოსამართლის მოთხოვნა შეასრულა – მუშაობაც დაიწყო და სწავლაც გააგრძელა - სამაგიეროდ, იგი არ დააპატიმრეს.  

დადებითი შედეგი გამოიღო ციკონეტის კიდევ ერთმა შემოქმედებითმა განაჩენმა.  ახალგაზრდა ქალს, რომელმაც 30 კილო ყველი მოიპარა, ჩადენილი დანაშაულისთვის მიესაჯა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში 90 წიგნის წაკითხვა. მას თითოეული წაკითხული წიგნის მოკლე შინაარსი უნდა დაეწერა და პოლიციელებისთვის ჩაებარებინა, იმის დასტურად, რომ იგი ნამდვილად იხდიდა სასჯელს.

გაზეთებისა და ჟურნალების ქურდობისთვის დაჭერილ ქალს სამწლიანი პატიმრობის ნაცვლად, მოსამართლემ დაავალა 100 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარი ფოსტის შესასვლელში პლაკატით ხელში დგომა: “მე გავქურდე ფოსტა, ეს ჩემი სასჯელია”, – ეწერა პლაკატზე. 

ერთ-ერთ ბრალდებულს მოსამართლემ ციხის 100 ტუალეტის გასუფთავება დაავალა, იმისთვის, რომ სახლი, რომლის გაქურდვასაც აპირებდა, დააბინძურა.

15 წლის გოგონასთან დაკავშირებით, რომელსაც ასამართლებდნენ ნარკოტიკების მოხმარებისთვის, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება არ დაეპატიმრებინა იგი და გამოუტანა პირობითი განაჩენი. იმისთვის, რომ გოგონა ციხეში არ მოხვედრილიყო, მას უნდა შეესრულებინა მოსამართლის რამდენიმე მოთხოვნა: უარი ეთქვა სექსზე, ევლო სკოლაში, ეცხოვრა მშობლებთან, არ გაეკეთებინა ტატუ და პირსინგები და არ ჩაეცვა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ნარკოტიკების ასოციაციას გამოიწვევდა.

ციკნოტტიმ  წყვილს, რომლებიც ტბის ნაპირზე სექსით დაკავდნენ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ადგილობრივ გაზეთში საზოგადოებისთვის ბოდიში მოახდევინა.

ციკონეტტიმ თინეიჯერებს, რომლებმაც სააღდგომოდ ქრისტეს სტატუეტს დააწერეს - 666, დააკისრა მთელი დღე ვირთან ერთად სეირნობა, ვირს უნდა ჰქონოდა წარწერა: „ბოდიში, ვირული საქციელისთვის“.

ექსპერტთა განცხადებით, მსგავსი ორიგინალური გადაწყვეტილებები დადებით შედეგს იწვევს და მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, როცა “კრეატიული იურისპრუდენციით” გასამართლებულები დანაშაულს კვლავ ჩადიან. თანაც, როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემია, რადგანაც, უმეტეს შემთხვევაში, მათ აღარ უჩნდებათ დანაშაულის ჩადენის სურვილი.

რა  ჯობია, დამნაშავემ გაწმინდოს დათოვლილი გზა და ეს გააკეთოს მოხუცი პენსიონრებისთვის, რითაც საზოგადოებას დახმარებას გაუწევს, თუ გავუშვათ ის ციხეში, სადაც მისი შენახვა ყოველდღიურად  70 დოლარი ჯდება? როცა მე ვცდილობ, რომ ადამიანებს პატიმრობა არ შევუფარდო, არ გავუშვა ისინი ციხეში, ეს კეთდება მათთვის და საზოგადოებისთვის“, – ამბობს ცნობილი ამერიკელი მოსამართლე, ამერიკის მოსამართლეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას
ანდრიუს კალინდრა - გვჯერა,საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხებ
საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
არქივი