სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 11 მარტი 2020, 12:36

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა. სპეციალური ჯილდო გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა.

„მინდა, კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ – ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა. LCD Berlin Awards-ის გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიაზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა.

ადმინისტრაციამ LCD Berlin Awards-ს კონკურსისთვის საჭირო შესაბამისი მასალა მიაწოდა. თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ. დაჯილდოების მე-6 ცერემონიაზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. კონკურსის მიზანია, ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო.

თბილისის მერის ინფორმაციით, Berlin Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, რომელშიც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.

„აღსანიშნავია ისიც, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, საქართველოს დედაქალაქმა „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია. მსგავსი საერთაშორისო დონის კონკურსები მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის შესაძლებლობები. მსგავსი კონკურსები ასევე, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო, თბილისი მთელ მსოფლიოში იქნება ცნობილი. როდესაც ტურისტები ნახავენ, რომ თბილისი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება და საუკეთესო კულტურული ქალაქია, რა თქმა უნდა, მასზე უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ და ჩვენთან მეტი ადამიანი ჩამოვა, მეტი თანხები დაიხარჯება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასაც და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისი ლონდონისა და პარიზის გვერდით ევროპული მომავლის ქალაქებს შორის ლიდერ პოზიციებზეა
„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა
თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში მონაწილეობს
თბილისის მერია მოსახლეობას კონცერტებითა და სანახაობებით დატვირთულ ორკვირიან საახალწლო დღესასწაულს სთავაზობს
25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე აინთება: დედაქალაქის მერი საახალწლო სოფლის და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟს დაესწრო
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123