თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში მონაწილეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1162 15 იანვარი 2020, 18:03

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან  ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო, რაც 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

„2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში ჩვენი დედაქალაქის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა დღეიდან, 15 იანვრიდან დაიწყება და 5 თებერვლამდე გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ევროპაში და ზოგადად, მსოფლიოში ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ყოველწლიურად უფრო მეტი ტურისტი გვესტუმროს.

„ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული. 

ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. 

შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოში, ევროპაში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვანახოთ ეს მსოფლიოს, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი, ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო და სრულდება 5 თებერვალს 14:59 საათზე. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან. 

ამასთანავე, კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi.


ლინკი, საიდანაც ხმის მიცემაა შესაძლებელი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ რეფორმები განახორციელა, ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მთავრობა მოსახლეობის 54%-მა აირჩია, შეურაცხმყოფელია, მათ უთხრათ, რომ პრორუსულ მთავრობას ირჩევენ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია
მაკა ბოჭორიშვილი: 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო მისწრაფებების მკაფიო ჩვენება, სად გვინდა წასვლა, საქართველომ დასავლური ორიენტაციისკენ არჩევანი გააკეთა
შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც
მიხეილ სააკაშვილი - „ვარდების რევოლუციას“ ორი-სამი წელი ვამზადებდით, დღეს მთავარია, არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები, არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით
არქივი