ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება - ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
422 22 მაისი 2020, 16:50

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია.

„ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. გამზირზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის“, – აცხადებენ მერიაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება. მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით
მიხეილ სააკაშვილი - მადლობა რასა იუკნევიჩიენესა და ყველა ევროპარლამენტარს, რეზოლუცია უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს ჩემს გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას
კახა კალაძე - ეს ქალაქი ყველასია, რაიმე იდეა თუ გაქვთ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია, მოგვაწოდეთ, ერთად განვიხილოთ და ერთად გავხადოთ ჩვენი ქალაქი უფრო მწვანე, კომფორტული და ლამაზი
კახა კალაძე - ეუთო/ოდირ-ს იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე ერთ პირი დააკავა
არქივი