გურამ მაჭარაშვილი: კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს - საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 10 მაისი 2024, 14:13

საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

„[კანონის] დარღვევისთვის, ნებისმიერი ადამიანი პასუხს აგებს კანონის წინაშე. თუ მტკიცებულებები აქვთ, რომ მათ არაფერი დაურღვევიათ, ქვეყანაში არსებობს სასამართლო, გამოძიება და იქ ძალიან კარგად დაადგენენ, თუ არიან მართლები.

დაახლოებით 4 წლის წინ, კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს, კი არ დააკავეს. საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, - გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება
არჩილ თალაკვაძე - საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინელი ხალხის და უკრაინის მხარდასაჭერად
მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა
ზაალ ანჯაფარიძე - მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე: ეს ისტორიული სირცხვილია, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას
არქივი