პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ - ერთ-ერთმა აღიარა დანაშაული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 09 მაისი 2024, 23:23

პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, დავით კოლდარმა პროცესზე "ბრალი აღიარა".

"ისეთ ვითარებაში ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა. "კაპეზეზე" ყოფნის დროსაც, ვფიქრობდი, რომ არ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, რაც გავაკეთე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - თქვა კოლდარმა სასამართლოზე. 

მოსამართლემ კოლდარს მიმართა, შეეძლო თუ არა დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ "სხვა გზა არ ჰქონდა", თუმცა ბრალდებულმა უარის ნიშნად თავი გააქნია. 

პროცესის დაწყების წინ პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ბრალდებულებიდან ერთ-ერთი დანაშაულს აღიარებდა. ხინთიბიძემ ბრალდებულის ვინაობა არ დაასახელა. მისი თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ ყველაფერი განახორციელა ანგარების მოტივით და გარკვეულმა პირებმა ფული გადაუხადეს.

ბრალის თანახმად, გიორგი კუჭუაშვილმა აქციის დროს ბლაგვი საგანი მოარტყა სახეში პოლიციელს, ხოლო დავით კოლდარი პოლიციის მანქანაზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია.

კუჭუაშვილის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. 

კიდევ ოთხი დაკავებულის ანდრეი რაუტბერგის, გიორგი შანიძის, ვაჟა დურგლიშვილისა და ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Politico - კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს
არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! - ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის
ილია დარჩიაშვილი - ღრმად ვარ დამწუხრებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები დაიღუპნენ, სამძიმარს ვუცხადებ ირანელ ხალხს
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი