ნიკა მელია for.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: ვფიქრობ, ვისაც აქვს საღი აზრი და ობიექტურობა შემორჩენილი, ნათლად დარწმუნდება, რამდენად არის ეს ჩანაწერი დამონტაჟებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 09 მაისი 2024, 18:16

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იმ ფარულ ჩანაწერზე აკეთებს კომენტარს, რომელიც for.ge-მ გამოაქვეყნა და რომელშიც, სავარაუდოდ მელია ნიკა გვარამიასთან ერთად ქრისტიანობას, ეკლესიასა და საქართველოს პატრიარქს დასცინის. მელიას თქმით, ხელისუფლება მათ უკანონოდ უსმენს, ჩანაწერი კი ფაბრიკაციაა.

„რა თქმა უნდა, ეს ფარული ჩანაწერები არის ძალმომრეობითი ხელისუფლების ხელწერა. ჰგონიათ რომ ამით გავლენ ფონს, როდესაც უკანონოდ უსმენენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს? ვფიქრობ, ვინც ეს მოისმინა ოდნავ ყურადღებით მაინც, ვისაც აქვს საღი აზრი და ობიექტურობა შემორჩენილი, ნათლად დარწმუნდება, რამდენად არის [ეს ჩანაწერი] დამონტაჟებული. ერთია, რომ უკანონოდ უსმენ და მეორე, რომ ჩეხავ მერე ამ უკანონოდ მოპოვებულ მასალას“, - აცხადებს მელია.

for.ge მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს დასცინიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენზე კარგად ჩვენს საქმეს არავინ მიხედავს. ჩვენზე მეტად ქართველი ხალხის ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს. უცხოელი წარმოადგენს თავისი ქვეყნის ინტერესს, უცხო ქვეყნის მინისტრები წარმოადგნენ თავისი ხალხის ინტერესს და არა საქართველოს ინტერესს
უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
პრემიერი: „ნაცმოძრაობა“ სიძულვილით მოქმედებდა თავის დროზე ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად
ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს
არქივი