სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ ემსახურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას და უკან შეყვანას! არ გამოვა ეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 09 მაისი 2024, 16:20

როდესაც სახლებში გვიცვივდებიან, როდესაც სახლებთან გვისაფრდებიან, როდესაც მშობლებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, როდესაც შვილებს სცემენ, როდესაც ხელისუფლება ძალადობს, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმაცია, ამ პირობებში ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებითაც დასტურდება, რომ მათი მხარდაჭერა 25%-ს ჩამოსცდა და ასეთ დროს მათთვის ერთადერთი თუმცა ფუჭი გამოსავალი აქვთ მოძებნილი ძალმომრეობის სახით.

„საკუთარ კვლევებშიც კი მათი მხარდაჭერა 25%-ს ჩამოსცდა და დღეს მთლიანად არის გაკოტრებული. ასეთ შემთხვევაში მათთვის ერთადერთი ფუჭი გამოსავალი არის მოძებნილი ძალმომრეობა და როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ, ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს და მის ძალმომრეობას, ეს ასე იქნება. საქართველო ვერ გახდება რუსეთი, რუსული ინსტრუქციებით ვერ მართავ ქართველ ხალხს, ძალმომრეობით ვერ მართავ სახელმწიფოს! არაფერი სხვა მათ აღარ შეუძლიათ, არ შეუძლიათ დებატები, არ შეუძლიათ საუბარი, არ შეუძლიათ საკუთარი ამომრჩევლის ნაწილის დარწმუნებაც კი და მაშასადამე, ერთადერთი გზა არის - კრიმინალური ქმედებები. მაგრამ ამას უნდა გაეცეს პასუხი სიმრავლით, სიმტკიცით, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას. ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ახლა 11 მაისს 3 ლოკაციაზე ვიკრიბებით - მარჯანიშვილის მეტროსთან, 300 არაგველის მეტროსთან და რესპუბლიკის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე და სიმრავლით და სიმტკიცით უნდა გავცეთ პასუხი. ვერ დაიმორჩილებ დაშინებით ვერავის, არავის ეპატიება ოჯახის წევრების დაშინება, შეურაცხყოფა, „ბაიკერებისთვის“, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის მუხრუჭების გადაჭრა, ამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომელსაც აქვს პრეტენზია მართოს სახელმწიფო, თუნდაც ცუდად?! სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ ემსახურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას და უკან შეყვანას! არ გამოვა ეს!“- განაცხადა მელიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და „ენჯეოები“ დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ცდილობენ მონიშნონ საქართველო, როგორც სანქციების ცეცხლის სამიზნე. ორჯონიკიძეობა სხვა კი არაფერია, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვებს აქეზებ
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით
შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვირჩევდა, გაჰყვებოდა ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა
შალვა პაპუაშვილი: ოფშორში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებსაც ახლაც შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს ე.წ. ოფშორების კანონი ადგენს, არის ის, რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ
შალვა პაპუაშვილი „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე: ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში 3 მილიარდი აქვს დახარჯული, ასე რომ, იმაზე საუბარი თითქოს ვინმეს გადასახადების გადახდა არ უნდა, არასერიოზულია
არქივი