გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 09 მაისი 2024, 15:59

გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების.

,,მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა ანტიჰუმანურმა შედეგებმა ევროპას გაერთიანების იდეა შთააგონა, ისტორიის მკაცრმა გაკვეთილმა ევროპის წამყვან ქვეყნებს მშვიდობისა და ახალი ომების პრევენციის მიზნით ერთობის აუცილებლობა უკარნახა.

დღეისათვის ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა და ევროპელი ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენს.

ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების.

გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობითა და ისტორიული გამოცდილებით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გურამ მაჭარაშვილი - ჩერგოლეიშვილმა თქვა, საერთო სიის დროს წავაგებთო, ცალ-ცალკე ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეჭირათ ხელში, წაგება გარანტირებული აქვთ
ანრი ოხანაშვილი - ევროპელობა და ევროპული ღირებულება ნიშნავს უნარს, შეგეძლოს დისკუსიაში შესვლა, განსხვავებული აზრის მოსმენა, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ანტიევროპულია
ანჯეი დუდა - შეძრწუნებული ვარ ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვით, პოლონელებმა, რომლებიც განვიცდით 2010 წელს სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ვიცით შოკის, სიცარიელის გრძნობა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა
არქივი