რატი ბრეგაძე ფარულ ჩანაწერებზე: ესენი არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამჟამად მოხვეული აქვთ ევროკავშირის დროშა და ცდილობენ საზოგადოებას თავი მოაჩვენონ ანგელოზებად. სინამდვილეში, ისინი წარმოადგენენ რეჟიმს, რომელიც აწამებდა ადამიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 09 მაისი 2024, 13:05

ესენი არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამჟამად მოხვეული აქვთ ევროკავშირის დროშა და ცდილობენ საზოგადოებას თავი მოაჩვენონ ანგელოზებად. სინამდვილეში, ეს ადამიანები წარმოადგენენ იმ რეჟიმს, რომელიც აწამებდა ადამიანებს, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ For.ge-ს მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიგურირებენ.

„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიასთან, ყველამ ვიცით. ასევე ყველამ ვიხილეთ, რა დამოკიდებულება აქვთ მათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან. საერთოდ რაზე არის საუბარი? ადამიანებს აწამებდნენ, ამ სიტყვით პირდაპირი მნიშვნელობით, განსხვავებული აზრის გამო. შესაბამისად, საზოგადოებისთვის აქ უცხო არაფერია. ესენი არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამჟამად მოხვეული აქვთ ევროკავშირის დროშა და ცდილობენ საზოგადოებას თავი მოაჩვენონ ანგელოზებად. სინამდვილეში, ეს ადამიანები წარმოადგენენ იმ რეჟიმს, რომელიც აწამებდა ადამიანებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი