დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანს სახლთან თავს დაესხნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 08 მაისი 2024, 23:00

„ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანს სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ეზოში მოხდა.

„სახლთან სოლოლაკში, ეზოში მოხდა. მარტო ვიყავი სახლის კარებთან. მინდა, რომ ყველას ვუთხრა, ჩემს მეგობრებს, რომ ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული. ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. „ქართული ოცნების" მშიშარა „ტიტუშკები" ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი