გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტართა ჯგუფზე: ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ არამარტო წევრები, არამედ დამრიგებლებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 07 მაისი 2024, 20:58

არც ერთი მათი ფორმულირება ობიექტური არ არის, - ამგვარად შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 31 ევროპარლამენტარის მიმართვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისადმი, სადაც ისინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ არამარტო წევრები, არამედ დამრიგებლებიც და საკმაოდ სერიოზულად ჩართული ადამიანები საქართველოს შიდა საკითხებში. რაც მთავარია, არც ერთი მათი ფორმულირება ობიექტური არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი