ბერლინში პოლიციამ პალესტინელების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დაშალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 07 მაისი 2024, 20:40

ბერლინში პოლიციამ პალესტინელების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დაშალა.  რომლებსაც უნივერსიტეტის ეზოში კარვები ჰქონდათ გაშლილი.

პროტესტს ბერლინის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი პალესტინას მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ბერლინის პოლიციამ თავდაპირველად სტუდენტებს კარვების დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი სტუდენტების გამოყვანა დაიწყო, რასაც პოლიციასა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცველებმა სტუდენტების მისამართით წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, სტუდენტებმა ნებისმიერი ტიპის დიალოგზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ტერიტორიის გასუფთავების მიზნით, პოლიცია გამოეძახებინა.

„ბერლინის უნივერსიტეტის ოკუპაცია მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის აკადემიური დიალოგისთვის, მაგრამ არა ამ გზით“, – განაცხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, გიუნტერ ციგლარმა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი აუდიტორიებში შესვლას და მათ დაკავებას ცდილობდა.

ბერლინის მერმა, კაი ვეგნერმა პოლიციის გამოძახების შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი