ბორელი: აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა სთხოვს ნეთანიაჰუს, არ შეუტიოს რაფაჰს - ამის მიუხედავად, რაფაჰში სახმელეთო შეტევა კვლავ დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 07 მაისი 2024, 20:19
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰზე თავდასხმის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის უგულებელყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„რაფაჰში სახმელეთო შეტევა კვლავ დაიწყო, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნისა - აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ყველა სთხოვს ნეთანიაჰუს, არ შეუტიოს რაფაჰს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

„მიუხედავად ამ გაფრთხილებისა და თხოვნისა, თავდასხმა გუშინ ღამით დაიწყო. მე ვშიშობ, რომ ეს გამოიწვევს უამრავ მსხვერპლს, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლს. ღაზაში უსაფრთხო ზონები არ არსებობს“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი