ლიეტუვის პრეზიდენტი ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 07 მაისი 2024, 19:55
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლიეტუვაში სამი წლის წინ, ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო მისიის შექმნას პოზიტიურად მიიჩნევს, მან უნდა გამოიყენოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სიტყვა „ტაიბეი“ და არა „ტაივანი“, ჩინეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

„ეს შეიძლება, იყოს სიგნალი ლიეტუვისგან ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – აღნიშნა ნაუსედამ.

სამი წლის წინ ლიეტუვამ ტაივანს უფლება მისცა, ვილნიუსსში გაეხსნა სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისი, ხოლო ჩინეთმა საპასუხოდ ლიტვასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა.

კვირის დასაწყისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოუწოდა კოალიციას, ებრძოლონ „ეკონომიკურ იძულებას“, რაშიც ლანდსბერგისი ჩინეთს გულისხმობდა.

თავის მხრივ, ნაუსედამ ვილნიუსს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.

„ყველა ნაბიჯი უნდა მოიცავდეს დიალოგს, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას ყველა დაინტერესებულ მხარესთან და კოორდინირებული უნდა იყოს, როგორც ტაივანთან, ასევე ჩინეთთან„, აღნიშნა ნაუსედამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი