სახალხო დამცველი: დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 07 მაისი 2024, 18:53
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა, - ამის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებაშია აღნიშნული.

„მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას“, - წერია განცხადებაში.

ამ განცხადებით სახალხო დამცველი დღეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორზე გიორგი კლდიაშვილზე, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა
არქივი