ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარებზე: მათ უნდათ ლობირების შედეგად აღებული თანხების „გაპრავება“ და ბოლო განცხადების გაკეთება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 07 მაისი 2024, 18:48

დაახლოებით ერთი თვის თავზე ისინი აღარ იქნებიან სავარაუდოდ, ევროპარლამენტარები და მათი ეს განცხადება ბოლო „ხავილს“ მაგონებს, - ამგვარად გამოეხმაურა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 31 ევროპარლამენტარის მიმართვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისადმი, სადაც ისინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„ვინ არიან ეს ევროპარლამენტარები და რამდენ ხანში ეწურებათ მათ ვადა? დაახლოებით ერთი თვის თავზე ისინი აღარ იქნებიან სავარაუდოდ, ევროპარლამენტარები და მათი ეს განცხადება ბოლო „ხავილს“ მაგონებს. მათ უნდათ იმ ლობირების შედეგად აღებული თანხების „გაპრავება“ და ბოლო განცხადების გაკეთება. მათ იციან, რომ ეს საქართველოსთან მიმართებაში არ გაუვათ. დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში სხვანაირი იქნება ძალიან მალე“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე ვარაუდით, საქართველოს პარლამენტი გამჭვირვალობის კანონპროექტს მესამე მოსმენითაც მიიღებს.

„შეიძლება, პროტესტი კვლავ გაგრძელდეს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს იმის ფონზე, თუ შევხედავთ, რა უძღვის ყოველივე ამას. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხარჯები იყოს დაფარული. და მეორე - ჩვენ ვხედავთ, რომ ესა თუ ის ხელმოცარული, დაბალრეიტინგიანი პოლიტიკოსი ცდილობს, ამ აქციებს სათავეში მოექცეს და მისთვის სასიკეთოდ გამოიყენოს. რამდენიმე თვეში გვაქვს არჩევნები და თუ ვინმეს აქვს თავი, შესაძლებლობა, წარმოადგინოს კარგი პროგრამა, ისეთი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სახელისუფლებო გუნდს, სახელისუფლებო პარტიას. მოვა არჩევნები და საქართველოს მოსახლეობა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სჭირდება მას და რა - არა“, - განაცხადა ექსპერტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი