ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ ორგანიზებულ სასამართლო პრაქტიკის შესახებ გამართულ კონფერენციაში საქპატენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 07 მაისი 2024, 13:29

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით რიგით მე-5 კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე თიკა ნებიერიძე და სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს უფროსი დეა ჭიჭინაძე.

კონფერენციაში, მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დელეგაციები. კონფერენციის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა საავტორო უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ასევე ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ თანამედროვე საკანონმდებლო გამოცდილების დახვეწაზე.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული ინტერესების ფართო სპექტრის მქონე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ექსპერტების შეკრება, რათა მათი ჩართულობით, გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარებით განიხილონ ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკასა და კანონმდებლობაში არსებული გლობალური გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი