გურამ მაჭარაშვილი: ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი - მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი - დასაწუნი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 07 მაისი 2024, 13:24
„ბატონი მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. „ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი - მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი - დასაწუნი... ანუ, გამოდის, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და რეალობის გათვალისწინებით კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ - ისე, როგორც მიგვითითებენ. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება. ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს არა ამერიკაში, არამედ - საქართველოში. და, თუ ვინმეს კითხვები აქვს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესთავაზა ყველა დიპლომატს, მათ შორის, ამერიკის ელჩს, რომ მივიდნენ და საჯაროდ დასვან კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც პრემიერი უპასუხებს. როგორც ჩანს, ამის ან ერიდებათ, ან - ეშინიათ, რადგან ძნელია ამ ქართულ კანონზე რამე ისეთი კითხვა დასვა, რაზეც პრემიერს პასუხი არ ექნება.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი