ნიუ-იორკის მერი: დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას - რასაც ახლა ვხედავთ ჩვენი ახალგაზრდების რადიკალიზაციის მცდელობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 07 მაისი 2024, 11:05
ისრაელურ გამოცემა Arutz Sheva-სთან ინტერვიუში ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა უნივერსიტეტებში პროპალესტინელი სტუდენტების საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას.

„ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ პრინციპი, რომ დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, აუცილებელია, შევინარჩუნოთ კანონისა და წესრიგის ის დონე, რომლითაც ეს ქვეყანა ცნობილია“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა.

ნიუ-იორკის მერმა ასევე შეაქო ქალაქის პოლიცია და ხაზი გაუსვა მათ პროფესიონალიზმს.

„ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს უწოდებენ საუკეთესოს იმის გამო, თუ როგორ ასრულებენ ძალიან რთულ ოპერაციებს. ისინი წააწყდნენ ძალადობას და გაუმკლავდნენ მას იმ დონის პროფესიონალიზმით, რომელსაც მათგან ველით“, - განაცხადა ერიკ ადამსმა.

„პროტესტის უფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ ჩვენი ახალგაზრდების რადიკალიზაციის მცდელობაა“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი