დავით მათიკაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ - კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 06 მაისი 2024, 16:28
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორის ანა სუბელიანის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს გამოეხმაურა. 

მათიკაშვილის თქმით, ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა და დაანახეს საზოგადოებას რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე. 

„ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა. მათ გულწრფელობას არავინ არ იჯერებს. ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ. კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას - თუ რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტში ხვალ "ოფშორების კანონპროექტზე" პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ
Politico: ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს
აქციების მონაწილეები დღეს ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, პეკინის გამზირებისა და ჟვანიას მოედნის გადაკეტვას გეგმავენ
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
მარიამ ლაშხი - ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა
არქივი