სი ძინპინი - ჩინეთმა და ევროკავშირმა თანამშრომლობა და ნდობა უნდა გააღრმაონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 06 მაისი 2024, 16:20

ჩინეთმა და ევროკავშირმა თანამშრომლობა და ნდობა უნდა გააღრმაონ, - ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროკომისიის პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩინეთი და ევროკავშირი მტკიცედ უნდა იდგნენ პარტნიორობის პოზიციებზე, იყვნენ დიალოგისა და თანამშრომლობის ერთგულნი, გააღრმაონ სტრატეგიული თანამშღრომლობა“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

სი ძინპინი მეუღლესთან პენ ლიუანთან ერთად პარიზში სახელმწიფო ვიზიტით 5 მაისს ჩავიდა. ევროპული ტურნეს ფარგლებში, რომელიც 10 მაისს დასრულდება, ჩინეთის ლიდერი სერბეთსა და უნგრეთსაც ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი