ანა წითლიძე - ჭიაბერაშვილის განცხადებას რომ დასდევენ, „ოცნების“ ლიდერი წამოვიდეს და ნახოს ახალგაზრდა, რომელიც სპეცრაზმმა სცემა, პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც ამაგრებენ რეჟიმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 06 მაისი 2024, 15:49

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მათ ეკისრებათ, ვინც ახლა რეჟიმს ამაგრებენ“.

„ჭიაბერაშვილის განცხადებას რომ დასდევენ, წამოვიდეს „ქართული ოცნების“ ლიდერი და ნახოს ახალგაზრდა, რომელსაც სახე აქვს დალეწილი, თავის ქალა აქვს დალეწილი იმის გამო, რომ სპეცრაზმმა, როცა პირველად დაარბია ისინი, უმოწყალოდ სცემა. პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ხელისუფლებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ამაგრებს რეჟიმს. იმის გამო, რომ ეს მშიშარა „ქართული ოცნების“ დეპუტატები აქედან (პარლამენტიდან) გაეყვანათ, თვალში დამიზნებით ესროლეს ახალგაზრდას ტყვია. თვალი გადაურჩა, მაგრამ ოპერაციის გაკეთება მოუწია. ამ რეალობის გათვალისწინებით, ყველაფერი მოსალოდნელია ივანიშვილისგან და ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, ღმერთმა დაიფაროს, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი