ირაკლი ქადაგიშვილი - აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, რისთვისაც არის მოწოდებული და დაიწყეს საუბარი აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, ფატალურ შედეგზე, ეს ყველაფერი გაშიფრულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 06 მაისი 2024, 12:29

აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, როდესაც აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, შედეგს, დაძაბულობის კულმინაცია უნდა მოხდეს რაიმე ფატალური შედეგის დადგომით, რაც ბუნებრივია ყოველთვოს საზოგადოებაში უკიდურეს აღშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„დღეს უყურებენ, რომ აქცია, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს ან ახალგაზრდები იყვნენ ჩართული, შინაარსით გამოშიგნულია. საუბარია, რომ წინააღმდეგი ვართ გამჭვირვალობის. რატომ? საზღვარგარეთიდან ეგრე გვითხრესო. აქედან გამომდინარე, ეს აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვისაც არის ეს მოწოდებული. ახლა დაიწყეს აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი ფატალური შედეგის დადგომასთან დაკავშირებით. გაშიფრულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. პასუხისმგებლობა ჯერ მარტო განცხადებისთვის უკვე მათ ეკისრებათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა აქციები იყოს მშვიდობიანი, არ გამოვიდეს კანონიერი ფორმიდან და აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული.

პრევენცია არის აუცილებელი. მათ შორის ეს შეფასება, ახსნა-განმარტება, რასაც მოსახლეობას ვაძლევთ და ამას აქციის რიგითი მონაწილეებიც ისმენენ. უნდა იცოდნენ მათ, რომ ეს, ისევე როგორც, ვთქვათ, დადგმული ქორწილები, ლოცვები, ხან რომანტიზება სიტუაციის, ხან ქალაქის გადაკეტვა და უკვე კულმინაციის ჟამს ფატალური შედეგი არის ის, რაც გეგმაზომიერად განხორციელებულა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ასეთი ფერადი, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, რევოლუციების ორგანიზების დროს. ამიტომ ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ის, რისთვისაც შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი იყოს განწირული.

გავიხსენოთ იგივე მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, როდესაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ აქციებზე ითხოვდა, ან დაასისხლიანეთ ფეხმძიმე ქალი კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ან თუ ნიკა გვარამიას მოხვდება ერთი-ორი და დასისხლიანდება, ეგეც კარგი იქნებაო. ეს ყველაფერი არის მათი აპრობირებული ტექნიკა, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის ესკალაცია“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა – „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან ღმერთმა დაიფაროს და რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარიამ ლაშხი - ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა
მარგუს ცაჰკნა - საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის - ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და „ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს - ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა
რუსეთის სასამართლომ „დოიჩე ბანკის“ აქტივები დააყადაღა
არქივი