ნათია თურნავა „ჯეიპი მორგანის“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 04 მაისი 2024, 14:52

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა „ჯეიპი მორგანის“ ვიცე-პრეზიდენტს დანიელ ზელიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ჯეიპი მორგანს“ შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც საერთაშორისო რეზერვების მართვის, ისე ადგილობრივი ბაზრების განვითარების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და გლობალური გამოწვევები.

როგორც შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ისეთ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა როგორიც „ჯეიპი მორგანია“ მნიშვნელოვანია ქართული საფინანსო სისტემისთვის.

ჯეიპი მორგანი“ მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია საინვესტიციო ბანკინგის, კომერციული ბანკინგის, ფინანსური ტრანზაქციების დამუშავებისა და აქტივების მართვის სფეროში. კომპანია მსხვილ ფინანსურ კორპორაციებსა და ფიზიკურ პირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა მანჯგალაძე - ლიდერებს ირჩევს ხალხი, ჩვენ არავის არაფერში ვეცილებით, სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ იყოს პროცესის ლიდერი, იყოს ლიდერი
თეონა აქუბარდია - ახალგაზრდების ნაცვლად, პირადად მე ნამდვილად ვერ დავინახავდი აზრს დიალოგში, არა იმიტომ, რომ ვინმეს ლაპარაკის ეშინია, არამედ აზრი არ აქვს, დანარჩენი ამ ადამიანების გადასაწყვეტია
საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ზელენსკი: უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
არქივი