მასაცუგუ ასაკავა - შევქმნათ პოლიტიკა და კონცეფცია, რათა ჩვენი ქვეყნები გახდეს მდგრადი, მომავლისკენ გასადები ხიდი საჭიროებების მიხედვით უნდა შემუშავდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 04 მაისი 2024, 13:30

შევიკრიბეთ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში და ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც აქტუალურია მსოფლიოში, განვითარება ვერ შეჩერდება, ამიტომ გამოწვევები უნდა იქნას დაძლეული, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გამოწვევაზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.

„კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეს იგნორირებას ვერავინ გაუკეთებს. 2023 წელი იყო ყველაზე ცხელი წელი ამ პლანეტაზე, რამაც გავლენა იქონია მოსახლეობაზე და გაიზარდა მოწყვლადობა კლიმატის ცვლილებების მიმართ. დნობადი მყინვარები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა თემს. განსაკუთრებით, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სიცხისგან გამოწვეული სტრესისგან იტანჯებიან. კიდევ ერთი პრიორიტეტია ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რათა ეკონომიკის ზრდა იქნას უზრუნველყოფილი. ქვეყნებს არ ექნებათ განვითარების პერსპექტივა თუ არ გამოიყენებენ ტექნოლოგიებს. ეს უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, ფრთხილი მიდგომა. აზიის განვითარების ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეკონომიკური ზრდისთვის ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგია ყველაზე გონივრულად გზით იქნას გამოყენებული“, – აღნიშნა ასაკავამ.

მასაცუგუ ასაკავას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა.

„უნდა შევიმუშაოთ პოლიტიკა და კონცეფცია, რათა ჩვენი ქვეყნები გახდეს მდგრადი. პანდემიის შემდეგ ეს რთული იყო, თუმცა უნდა გაერთიანდეს ჩვენი ძალისხმევა, რათა გამოვრიცხოთ პროტექცია და შერჩეული მიდგომები. ეს არის ჩვენი სამომავლო სულისკვეთება. მოდი ვისაუბროთ, როგორ შეიძლება რეგიონული თანამშრომლობა და პარტნიორობა იქნას უზრუნველყოფილი, რათა გაძლიერდეს ინვესტიციები კერძო სექტორში და საერთაშორისო მიმართულებით. ამასთანავე, უნდა ვიპოვოთ გზები დეკარბონიზაციისთვის, რათა გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვი იქნას გამართული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა, შემცირდეს აირების ემისია და გლობალური მიწოდების ჯაჭვი იყოს სწორუპოვარი“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

მასაცუგუ ასაკავას განცხადებით, მომავლისკენ გასადები ხიდი საჭიროებების მიხედვით უნდა შემუშავდეს.

კუნძულოვანი აზიის ღარიბი მოსახლეობა კლიმატური ცვლილებების, ეკონომიკური შოკებისა თუ კონფლიქტების გამო დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. ჩვენი დაფინანსება უნდა გაიზარდოს, რათა გაგრძელდეს მხარდაჭერა. აზიის განვითარების ფონდი გადამწყვეტი ინსტრუმენტია ამ მიმართულებით. ხუთშაბათს ეს ფონდი შეივსო და შეგვიძლია 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გამოვყოთ ამ საჭიროებების აკმაყოფილებდათ. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დონორის. ხიდი მომავლისკენ უნდა აიყოს გადებული ინკლუზიურად და არავის უნდა ეთქვას უარი განვითარებასა და დაფინანსების წყაროებზე. მინდა მოგიწვიოთ ამ საკითხებზე სამსჯელოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მომავლისთვის. იმედი მაქვს, სასიამოვნო იქნება ერთმანეთთან ურთიერთობა, თბილისის სილამაზისა და საქართველოს კულტურის გაზიარება. მინდა გადღეგრძელოთ ჩვენი მასპინძლები და ის ხალხი, ვისაც ვემსახურებით. მომავალში ერთად ვიაროთ და ხიდი გავდოთ უფრო აყვავებული, ინკლუზიური, გამძლე და მდგრადი აზიისა და ოკეანეთისთვის“, – განაცხადა ასაკავამ.

ამასთან, როგორც ასაკავამ აღნიშნა, საქართველო საოცარი ქვეყანაა.

„გასულ წელს პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში და მთაში გავატარე ერთი ღამე, არასდროს დამავიწყდება თოვლით დაფარული ყაზბეგის მთები. ასევე ვნახე, საქართველოს მასპინძლობისა და სადღეგრძელოების განსაკუთრებული ტრადიცია. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. ,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
ნანა კაკაბაძე - დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. პირველ რიგში, იმაზე, რომ თურმე მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც წარმოგვიჩენდნენ ე. წ. ჯენ Z თაობის ახალგაზრდებს
სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს სუვერენიტეტს სწორედ იმიტომ ვიცავთ, რომ ხვალ ის ახალგაზრდებს ჰქონდეთ და როგორ შეიძლება, მათ ზურგი შევაქციოთ და ერთად არ ვიმსჯელოთ კანონზე? მადლობა პრემიერს ასეთი შეთავაზებისთვის
საპატრიარქო - უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, მასში მონაწილეობა მთელმა საქართველომ მიიღო იმის დასტურად, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
არქივი