ეროვნულმა ბანკმა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 04 მაისი 2024, 13:28

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KOREA FINANCIAL TELECOMMUNICATIONS AND CLEARINGS INSTITUTE) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტმა იონგ სეოკის პარკმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კავშირების ხელშეწყობას საქართველოში საგადახდო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.

შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთობლივ ძალისხმევით განახორციელებენ საქართველოში საგადახდო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. აღნიშნული ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლას და კონსულტაციებს, რაც ძირითადად ფოკუსირდება შემდეგ სფეროებზე: სწრაფი გადახდები, ღია ბანკინგი, e-KYC („იცნობდე შენს მომხმარებელს“), საცალო გადახდების ინფრასტრუქტურის სპეციალიზებული ორგანიზაციის შექმნა, ასევე, სებ-ის მანდატის სხვა სფეროებზე.

მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შეთანხმებული შემდგომი პროექტების განხორციელებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
გივი მიქანაძე: ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახად გაცხადებული პოზიციაა, რომ ქართული სახელმწიფო მისი სიძლიერე ოჯახსა და ოჯახის სიწმინდეზე დგას
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 წლის აფხაზი გოგოს „სამირას” დღიურების პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე: „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა, ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ
ჩინეთის ელჩი - გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის შიდა პოლიტიკაა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს
არქივი