საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 02 მაისი 2024, 20:19

საფრანგეთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, ქრისტოფ ლემუანმა განაცხადა.

ფრანგი დიპლომატის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და რომლებზეც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა მიჯაჭვულობა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

„საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ის გმობს ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება და პრესის თავისუფლება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
„გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, ამიტომ გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება - მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი ადამიანების შეკრება
დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის
რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან, გზა გადაიკეტა
ჩინეთის ელჩი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა - ჩინეთი არ ერევა შიდა პოლიტიკაში
არქივი