აშშ-ის ელჩი - შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა - მოვუწოდებთ მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 02 მაისი 2024, 17:58

ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.

როგორც დანიგანი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე ერთგული რჩება.

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი“, - აცხადებს დანიგანი, რომლის განცხადებაც საელჩოს სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის ელჩი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ერთგულება კვლავ დაადასტუროს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩინეთის ელჩი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა - ჩინეთი არ ერევა შიდა პოლიტიკაში
სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სოზარ სუბარი: ის, რაც გააკეთეს უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა
სოზარ სუბარი პრემიერის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთი არის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი - მნიშვნელოვანია მასთან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი
ვიქტორ ორბანი ხეერტ ვილდერსს ნიდერლანდების მემარჯვენე მთავრობის ფორმირებას ულოცავს - მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რომ ევროპა უფრო უსაფრთხო და ძლიერი გავხადოთ
არქივი