დაჩი ცაგურია: კაპიტანმა გიგაურმა გუშინდელ შეკრებას რუსული მარში დაარქვა. რა დონის უსინდისო უნდა იყო ადამიანი, რომ შენი ქვეყნის ასობით ათას მოქალაქეს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 01 მაისი 2024, 00:27

პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული პროცესების შეფასებისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა გუშინ გამართული საერთო სახალხო შეკრების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზეც.

„ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფლების სახელით გამოდიან, ისინი ვერასდროს ვერ უშვებენ ჩვენს უფლებას, რომ შევიკრიბოთ. როგორც კი გაცხადდა, რომ ადამიანები მათსავით არ ფიქრობდნენ, ეგრევე წამოვიდა შეურაცხყოფის ნიაღვარი, თავდასხმები, რომ ხალხი ძალით მოჰყავთ, კარტოფილის და ხახვის სანაცვლოდ მოჰყავთ. კაპიტანმა გიგაურმა რუსული მარში დაარქვა. რა დონის უსინდისო უნდა იყო ადამიანი, რომ შენი ქვეყნის ასობით ათას მოქალაქეს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენო. იმ ქვეყანაში სადაც, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ეძახო შეკრებას რუსეთის მარში და დახატო ისე, თითქოს რუსეთის მხარდასაჭერად იკრიბება ასობით ათასი ადამიანი, ეს ხომ საკუთარი ქვეყნის და ერის შეურაცხყოფაა. ჩემი უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო იმ ხალხს, ვინც გუშინ საკუთარი ქვეყნის ღირსებისთვის იყოს გამოსული. სულ პროვოკაციების მოწყობაზე არიან; როდესაც გამოცხადდა, რომ ვიკრიბებით და სცენა აეწყო, მივიდნენ და გინდა თუ არა, ის სცენა უნდა დავიკავოთო. გუშინ პრაქტიკულად მთელი ქვეყანა იყო რუსთაველის გამზირზე გამოსული“, - განაცხადა ცაგურიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი