გიორგი ვოლსკი: ვინ გამოდის ევროპული ფასეულობის დასაცავად - ისინი, ვინც გუშინ აწამებდა ხალხს, ხელები აქვს სისხლში და ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ არის ევროპული სტანდარტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 01 მაისი 2024, 00:08

ვინ გამოდის ევროპული ფასეულობის დასაცავად - ისინი, ვინც ამბობენ, რომ გამჭვირვალობა ევროპულია და აბა, ხალხო არ შეწყვიტოთ მხარდაჭერა კურსისა, რაც გვაქვს, თუ ისინი, ვინც გუშინ აწამებდა ხალხს, ხელები აქვს სისხლში და ამბობენ, რომ გამჭვირვალობა არანაირად არ არის ევროპული სტანდარტი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე ბევრია სპეციალურად მობილიზებული, დაფინანსებული ორგანიზებული ჯგუფები.

„პარლამენტში ქალბატონები, აბსოლუტურად ხელოვნურად, უწმაწური სიტყვებით საუბრობენ, იგინებიან, გადაჭარბებულ ემოციებს აჩვენებენ, რომ თითქოს რაღაც საშინელება ხდება, რათა ეს ემოცია გარეთ გავიდეს, „ლაივში“ გადაეცეს ეს ემოცია ახალგაზრდებს, აქციის მონაწილეებს, სადაც ბევრია ისეთი, რომლებიც საქმის კურსში არ არიან, რა ხდება ჩვენს გარშემო, ქვეყნის შიგნით და არიან სპეციალურად მობილიზებული, დაფინანსებული ორგანიზებული ჯგუფები. რას ვითხოვთ?! ფაქტობრივად არაფერს. გაცილებით უფრო ხისტია ევროდირექტივა, ეს საკმაოდ სერიოზული დოკუმენტია. გაცილებით ხისტია გამონათქვამები, რომლებიც საფრანგეთის სენატმა გააკეთა და უმაღლესმა ხელისუფლებამ. მათ შორის აშშ-ის მიმართ. ჩვენთან ასეთი განწყობაც არ არის და რა საკვირველია, ამასთან ძალიან ბევრი კითხვაც წარმოიშობა. რა ხდება? რისი წინააღმდეგები არიან? ვინ გამოდის უფრო ევროპული ფასეულობის დასაცავად? ისინი, ვინც ამბობს, რომ გამჭვირვალობა ევროპულია და აბა ხალხო, არ შეწყვიტოთ მხარდაჭერა, იმ კურსისა, რაც ჩვენ გვაქვს დასავლეთით, თუ ისინი, ვინც გუშინ აწამებდა ხალხს, ხელები აქვს სისხლში და ამბობენ, რომ გამჭვირვალობა არანაირად არ არის ევროპული სტანდარტი“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე სანქციების შესაძლო დაწესებაზე: არ მგონია, ეს ნაბიჯი გადაიდგას, რადგან პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან
კახა კალაძე: თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება
კახა კალაძე: პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან
პოლონეთში, რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სახელით გამოქვეყნებული წერილი ჰიბრიდული ომის ნაწილია, ახლაც აგრძელებენ რიტორიკას, თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე
არქივი