სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 აპრილი 2024, 23:58

სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ.

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან.

აქციის მონაწილეების მისამართით ისმის გაფრთხილება: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

აქციის მონაწილეები, რომლებიც კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე, სტვენით და შეძახილებით პასუხობენ აღნიშნულ გაფრთხილებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დაძლეული
სალომე ქურასბედიანი: რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობოებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოეთხოვოთ
სალომე ქურასბედიანი: ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია - კომისიის პარადოქსული პოზიცია სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!
EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელი: თითქმის შეუძლებელი იყო ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას მიეღწია იმისთვის, რასაც რეალურად მიაღწია, ის, რაც საქართველომ გააკეთა, უმაღლესი კლასია
არქივი