გიორგი გამსახურდია: მათ სლოგანებზე, ქარდებსა თუ პლაკატებზე, მაქსიმალურად არის დატანილი ისეთი შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რომ გამოიყვანონ პოლიციელი მწყობრიდან, ეს არის „კანვასის“ ხელწერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 30 აპრილი 2024, 23:54

ახლა ვაკვირდებოდი მათ სლოგანებს, მათ ქარდებს, პლაკატებს, მაქსიმალურად არის დატანილი ისეთი შეურაცხყოფის შემცველი ინფორმაცია, რომ გამოიყვანონ პოლიციელი მწყობრიდან, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო აქციებზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებდათ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს პოლიციელებს პროფესიონალიზმთან ერთად მდგრადი ფსიქიკა აქვთ, მაგრამ ადამიანურმა ფაქტორმა შეიძლება გადაძლიოს ამ შეურაცხყოფას შესაძლოა უპასუხო ასევე შეურაცხყოფით. ეს არის „კანვასის“ ხელწერა, რომ ასე მოიქცნენ. მერე უკვე ადამიანური დაპირისპირება როცა ხდება, იქ უკონტროლო სიტუაციაა.

ამ ადამიანებს არანაირი შანსი არ აქვთ, რომ არჩევნებით წარმატებას მიაღწიონ, ერთი ეს არის რადიკალიზაცია. ვინ იღებს ამ ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას, რა თემაა ისეთი, რომელიც შიმშილობას და თავგანწირვას მოითხოვს? გაიმარჯვონ არჩევნებში და რა უდგას [კანონის შეცვლას]. მაგრამ ეს არ არის მათი მიზანი, მათი დამკვეთების მიზანია, აქ გაიხსნას სასაკლაო, მეორე ფრონტი და იმ ძალადობრივმა ომის პარტიამ თავის მიზანს მიაღწიოს“, - განაცხადა გამსახურდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - “ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით - ვიღაცამ ენამოსწრებულად თქვა, რომ ფუფალას ქოლგას უფრო ჰგავს ეს
დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება
თამთა მეგრელიშვილი: ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჰააგის სასამართლოს სანქციებით დაემუქრა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის კუთხით
არქივი