შსს: აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 30 აპრილი 2024, 23:48

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.

გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი - მოგისმენიათ ერთი არგუმენტირებული განცხადება, რატომ ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს?
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძე-ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, უპირველეს ყოვლისა- ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება
კახა კალაძე: ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილებას ახდენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნების გზით და არა რომელიღაც ქვეყნის აქტორები უცხოეთიდან
კახა კალაძე: ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა
არქივი