რატი ბრეგაძე: სააკაშვილმა თქვა, არ ვარ ცუდად, დავას ვწყვეტო და 1 კვირის შემდეგ რეზოლუციით მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ეს ევროპარლამენტარები გარკვეული ზეგავლენის ქვეშ არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 30 აპრილი 2024, 23:28

18 აპრილს სააკაშვილი მიმართავს სტრასბურგს, სადაც წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის არ არის სახიფათო, ხოლო 25-ში გამოდის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც ხელმომწერი დეპუტატები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით იყოს გათავისუფლებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამ რეზოლუციაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები გარკვეული ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულები.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, გასულ წელს სააკაშვილის მხარდაჭერები და ადვოკატები ითხოვდნენ სააკაშვილის ვარშავის კლინიკაში გადაყვანას. მერე იყო ინციდენტი, რომელსაც ჩვენს წინდების სკანდალს ვუწოდებ, როდესაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა სააკაშვილის ნიმუშების წინდებით გატანდა და შემდგომში ამტკიცებდა იმას, რომ ის უბრალოდ კლეპტომანი იყო და ასეთი ჩვევა ჰქონდა, რომ ყველაფერი წინდებით გაჰქონდა. სწორედ მაშინ მიმართეს სააკაშვილის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს, შემდგომში ასევე მოითხოვეს დროებითი ღონისძიების გამოყენება, რათა ის საზღვარგარეთ გაეყვანათ. მას ეთქვა უარი და დარჩა საქართველოში. საბოლოო ჯამში მან სასამართლოს სთხოვა, რომ ამოირიცხოს მისი სარჩელი და არ აპირებს დავის გაგრძელებას. აქვე წერილში მითითებულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. ნიშანდობლივია, რომ ჩვენ პარალელი დავინახოთ ამ მოვლენასა და 25 აპრილს გამოსულ პარლამენტის რეზოლუციას შორის, რადგან 18 აპრილს სააკაშვილი მიმართავს სტრასბურგს, სადაც წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის არ არის სახიფათო, ხოლო 25-ში გამოდის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც ხელმომწერი დეპუტატები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით იყოს გათავისუფლებული და წავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ეს ფაქტიც ცხადყოფს იმას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებმაც ამ რეზოლუციას ხელი მოაწერს, გარკვეული ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეული. ადამიანი ერთი კვირით ადრე ამბობს, რომ არ ვარ ცუდად, დავას ვწყვეტო და შემდგომში რეზოლუციით მის გათავისუფლებას ითხოვენ. ჩვენ ასევე ვიხილეთ, რომ მსჯავრდებულის დედა და ერთ-ერთი მხარდამჭერი რამდენიმე ევროპარლამენტართან ერთად იმყოფებოდნენ და რა თქმა უნდა ლობიზმის გარკვეულ ელემენტებსაც ვერ გამოვრიცხავთ. რეალობა ისაა, რომ სააკაშვილს და მის ადვოკატებს ამ სარჩელის წარმატების იმედი არ ჰქონდათ“, - განაცხადა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის - Universities UK International (UUKI) დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვენეციის კომისია - კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში
დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა
ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა
ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომზე: ჩვენ ამ და მომავალ არჩევნებში ომსა და მშვიდობას შორის ვაკეთებთ არჩევანს - ყველა მოქალაქე ვალდებულია ეს გაიგოს
არქივი