რატი ბრეგაძე: მინდა მოვუწოდო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, ეს ხალხი ცდილობს, ახალგაზრდებს ჩაუდგეს სათავეში და ჩაითრიოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 30 აპრილი 2024, 22:28

ეს აქციები როგორც ვხედავთ, რამდენიმე დღეა გრძელდება. ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის ასეთი გაუწონასწორებელი ქმედებების შედეგი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მინისტრი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ კონსტრუქციულობა.

„მინდა მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ბატონ თარგამაძეს, გვარამიას და სხვებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, ისინი ცდილობენ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ მიტინგზე. მათ შორის იქ მისული ახალგაზრდები. რომლებიც გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ, ეს ხალხი ცდილობს, რომ მათ ჩაუდგეს სათავეში და ჩაითრიოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. პოლიტიკური ლიდერები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სახელმწიფო არ დაუშვებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას.

კარგად მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამჭვირვალობის კანონის განხილვა, რომელიც მთელი თავისი არსით არის სწორედ ევროპული ღირებულებების შესაბამისი და ეს ყველაფერი დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას ეფუძნება. თუკი ვინმე ყველანაირი არგუმენტის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს მათი პრობლემაა. ასეთი უაპელაციო განცხადებები, თითქოს კანონი რუსულია, ვერ იქნება გაზიარებულის სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამ ქვეყანას მითუმეტეს აქვს სრული უფლება იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი