შსს: კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება, აქედან გამომდინარე, შსს აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 აპრილი 2024, 21:19

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.

„საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო
კახა კალაძე სანქციების შესაძლო დაწესებაზე: არ მგონია, ეს ნაბიჯი გადაიდგას, რადგან პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან
კახა კალაძე: თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება
კახა კალაძე: პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან
პოლონეთში, რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
არქივი