დიმიტრი ხუნდაძე: გუშინ მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეკრებილი საზოგადოება, ხოლო პოლიტიკურ ტრიბუნაზე ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება - ეს ერთობა იყო მმართველი გუნდის პოლიტიკის ლეგიტიმაციის დასტური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 30 აპრილი 2024, 19:42
„გუშინ საზოგადოება მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეიკრიბა, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი და ეს ერთობა იყო მმართველი გუნდის პოლიტიკის ლეგიტიმაციის დასტური - ეს გასაგები უნდა იყოს ქვეყნის გარეთაც“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და ეს უნდა ესმოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებსა თუ მოძრაობებს, რომლებიც ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობას ცდილობენ.

„ეს არის შავ ფულთან ბრძოლა. არასამთავრობო სექტორის გავლით ხდება ქვეყნის მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება და ამ ფული ქართული პოლიტიკის ფორმირება, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და მიუღებელია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. გუშინ საზოგადოება მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეიკრიბა - დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, ხოლო ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე იყო - ეს ერთობა იყო მმართველი გუნდის პოლიტიკის ლეგიტიმაციის დასტური. მეტიც, ამ აქტუალურ საკითხებს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და ეს ერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამან, ფაქტობრივად, სასპეკულაციო სივრცე არ დატოვა. ეს ქვეყნის შიგნით უნდა იყოს გათვალისწინებული, მით უმეტეს, იმ მცირე პოლიტიკური-დესტრუქციული ჯგუფების მიერ, რომლებიც ქუჩებში და ჩიხებში აურზაურს აწყობენ და ეცოტავებათ თავისუფლების მოედნიდან მთლიანად ხალხით შევსებული რუსთაველი - ამ პროცესის დისკრედიტაცია დაიწყო გუშინ და დღესაც გაგრძელდა. ეს გასაგები უნდა იყოს ქვეყნის გარეთაც, რადგან ხშირად გვესმოდა ჩვენი ოპონენტებისგან, მეგობრებისგან, თითქოს ქვეყანაში ხალხი სხვა არის და ხელისუფლება სხვა - გუშინდელი დღით ეს თემა ჩაიკეტა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი